3-bio-active

რა არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატები?

6-bio-active

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა 12%-ით დამოკიდებულია ჯანმრთელობის დაცვაზე, 18%–ით გენეტიკურ მემკვიდრეობაზე და მთელი 70%-ით ცხოვრების სტილზე, რაშიც ერთ–ერთ უმთავრეს როლს კვება ასრულებს.

შეხედულებები მედიცინის შესახებ მაინცდამაინც სტაბილურობით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ერთ აზრს – რაც უარესია კვება, მით უფრო იზრდება დაავადების საფრთხე, ყველა მედიკოსი იზიარებდა.

14-bio-active

სპეციალისტების მტკიცებით,  ადამიანის დღევანდელ რაციონში 600-ზე მეტი სხვადასხვა ნივთიერება (ნუტრიენტი) უნდა შედიოდეს. სამწუხაროდ, საკვები ნივთიერებების დაბალანსებული რაციონისუზრუნველყოფა დღეს ყველას არ შეუძლია.

bio-active-13

სწორედ ამ სიტუაციაში აქტუალური ხდება  ბად-ები – ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ან საკვები დანამატები. საუბარია ნატურალური ნივთიერებების კონცენტრატებზე, რომლებიც მიღებულია ცხოველური, მინერალური, მცენარეული წარმოშობის საკვები მასალისგან ან ბუნებრივი ანალოგების იდენტური ნივთიერებების ქიმიური სინთეზის შედეგად.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატების უმრავლესობას, განსაზღვრული რაოდენობით, პროპორციითა და შეხამებით მიღების შემთხვევაში, სამკურნალო ეფექტი აქვს. მედიკამენტებისგან ბად-ები იმით განსხვავება, რომ ის ორგანიზმის მთლიანობაში მწყობრში მოყვანას უწყობს ხელს და ამა თუ იმ დაავადების განვითარების გამომწვევ დარღვევებს ებრძვის.

ბად-ები მუშაობს არა ორგანიზმის რეგულირების სისტემების ნაცვლად, არამედ უბრალოდ ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებების დეფიციტს ან სიჭარბეს აღმოფხვრის. მათი მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობის თანმიმდევრულ აღდგენას მისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ნაკლებია დამანგრეველი უკუჩვენებები, რაც მედიკამენტების დიდ ნაწილს ახასიათებს.

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები გამოდის წამლების, ბალზამის, ექსტრაქტის, ნაყენის, კრემის, მშრალი და სითხოვანი კონცენტრატის, სიროფის, აბების, ფხვნილების სახით, ასევე, ისინი შედის სრულიად უბრალო პროდუქტებშიც – იოგურტით დაწყებული, ძეხვით დამთავრებული. მსოფლიოში არსებობს 500-ზე მეტი საკვები დანამატი – ყველასთვის ნაცნობი ძმრიდან მოყოლებული „ტრეტბუტილჰიდროქინონამდე“.

2-bio-active

პროდუქტის შემადგენლობაში ბად-ის არსებობის ნიშანია ასო E მის შეფუთვაზე. ინდექსით E (Europe–დან) ევროკავშირის ფარგლებში მიღებულია საკვებ პროდუქტში ნებისმიერი საკვები დანამატის შემცველობის აღნიშვნა, რომლებიც „კლასიფიკაციის საერთაშორისო სისტემის“ (INS) ფარგლებში იდენტიფიცირდება.

ყოველ დანამატს აქვს კონკრეტული „სახე“, ანუ მისი ქიმიური, უსაფრთხოებაზე შემოწმებული შემადგენლობა: E1000– E182 – საღებავები, E200 და ზემოთ – კონსერვანტები, E300 და ზემოთ –ანტიმჟანგავები, ასევე დაჟანგვის პროცესის შემანელებელი რეგულატორები, E400–430 – სტაბილიზატორები და შემადედებლები, E430-500 – ემულგატორები ანუ კონსერვანტები სტაბილიზატორის მსგავსი მოქმედების წესით, რაც პროდუქტის განსაზღვრული სტრუქტურის შენარჩუნებას უწყობს ხელს; E500-585 – გამაფხვიერებლები, რომლებიც კოშტების წარმოქმნას უშლის ხელს; E620-645 – პროდუქტის გემოსა და არომატის გამაძლიერებელი დანამატები, E642–899 – სამარაგო ინდექსები, E900-1521 – ქაფის წარმოშობის საწინააღმდეგო ნივთიერებები და დამატკბობლები.

9-bio-active

ბად-ებს აქვს რამდენიმე თავისებურება, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ:

  • ხარისხიან ბად-ებს ყოველთვის მოყვება ხარისხობრივ-რაოდენობრივი შემადგენლობის აღწერა. თუ ინსტრუქციაში მხოლოდ მასში შემავალი კომპონენტების ჩამონათვალია რაოდენობების გარეშე, ამ პრეპარატს სერიოზულად არ უნდა შეხედოთ.
  • ბად-ის მიღებამდე სასურველია ექიმთან კონსულტაცია. ზოგიერთ ბად–ში შედის არაერთმნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, სახიფათო ნივთიერებები, როგორიცაა ქრისტესისხლა, გინგკო ბილობა, ჰელებორუსი, ნარშავი, სხვადასხვა სოკოები, ცხოველების ტყავის ნაწილაკები. მათი ექიმის კონსულტაციის გარეშე მიღება გონივრული არ არის და შესაძლოა, თქვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს, მით უფრო, თუ პრეპარატში შემავალი ნივთიერებების რაოდენობა არ არის მითითებული.
  • ბად-ებს უკუჩვენებებიც აქვს. როგორც უნდა გარწმუნებდნენ მის სრულ უვნებლობაში, უნდა გესმოდეთ, რომ არც ერთი ნივთიერების, რომელსაც მკურნალობისა და ორგანიზმზე გავლენის მოხდენის უნარი აქვს, უკონტროლოდ მიღება არ შეიძლება. ბუნებაში არ არსებობს წამალი, თუნდაც ბუნებრივი წარმოშობის, რომელსაც არანაირი უკუჩვენება არ აქვს.

ამ მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინება იოლია, თუმცა, თუ მათ არ მიაქცევთ ყურადღებას, ყველაზე ბევრისაღმთქმელი პრეპარატების მიღებამ შეიძლება ზარალი არა მხოლოდ თქვენს ჯიბეს, არამედ ჯანმრთელობასაც მიაყენოს.

3-bio-active