123-fish-with-tomatoes

თევზი პომიდვრით

123-fish-with-tomatoes

ინგრედიენტები:

  • 500 გრ. თევზის ფილე
  • 300 გრ. პომიდორი
  • 200 გრ. გახეხილი ან ძალიან თხლად დაჭრილი ყველი (სასურველია პარმეზანი)
  • 1 ს.კ. ტომატი
  • 2 ს.კ. კეტჩუპი
  • 1 კბილი ნიორი
  • 3-4 ღერი მწვანე ხახვი
  • მარილი
  • შაქარი
  • შავი პილპილი.

მარინადი:

1 ს.კ. ტომატი თითო სუფრის კოვზ მარილსა და შაქართან ერთად გახსენით 1 ლ. წყალში. ჩაალაგეთ ხსნარში თევზის ნაჭრები და გააჩერეთ ნახევარი საათი.

მომზადება:

თევზი დაჭერით პატარა ნაჭრებად.

პომიდორი დაჭერით მრგვალ, თხელ ნაჭრებად.

ნიორი დანაყეთ, ყველი დახეხეთ და მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად.

ცხელ, ცეცხლგამძლე ფორმაზე მოასხით 2-3 კოვზი ზეთი. დააწყვეთ თევზის ნაჭრები, ზემოდან დააწყვეთ პომიდვრის ფირფიტები, მოაყარეთ ცოტა მარილი და წაუსვით ტომატის პასტა (ან კეტჩუპი).

ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი, შავი პილპილი და გამოაცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე.

მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

1-fish-with-tomatoes2-fish-with-tomatoes3-fish-with-tomatoes

სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ პიურეს გარნირთან ერთად.

ბოლო და მთავარი ინსტრუქცია: გემრიელად მიირთვით :)