3sandwichesfromhizerfriday

ანიმაციური სენდვიჩები

10sandwichesfromhizerfriday

ძალიან კრეატიულმა და მზრუნველმა დედამ – ჰიზერ სიტარჟევსკიმ გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ ისეთი მოსაწყენი რამ, როგორიც სკოლის სადილია, შეიძლება ყველაზე მხიარულ და სასიამოვნო თავგადასავლად აქციო.

9sandwichesfromhizerfriday

ჰიზერმა ბუტერბროდები, რომლებსაც შვილს ყოველდღიურად ატანდა სკოლაში, ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებად გადააქცია – მათ უმეტესობაზე ბავშვების საყვარელი კომიქსებისა და ანიმაციური ფილმების პერსონაჟები არიან გამოსახული.

8sandwichesfromhizerfriday

„თავიდან მხოლოდ ჩემი შვილის გამხიარულება მინდოდა. ვფიქრობდი, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც გაკვეთილებისგან დაღლილს გააღიმებდა… ამიტომ ინტერნეტში საინტერესო იდეების ძებნა დავიწყე და ვიპოვე საიტი, სადაც უცნაური საჭმელების მომზადების სწავლა შეიძლებოდა. შემდეგ დავფიქრდი, კონკრეტულად რისი შექმნა მინდოდა და დისნეის პერსონაჟებზე შევჩერდი, მათ კი მულტფილმების სხვა გმირებიც მოყვნენ“, – ამბობს ჰიზერ სიტარჟევსკი, რომელიც ახლა არა მხოლოდ მისი შვილის სკოლაშია ცნობილი.

7sandwichesfromhizerfriday6sandwichesfromhizerfriday5sandwichesfromhizerfriday4sandwichesfromhizerfriday

დაათვალიერეთ ბრითანისა და თაიას და ფანკი ლანჩის ნახელავი ბუტერბროდები ;)

3sandwichesfromhizerfriday2sandwichesfromhizerfriday1sandwichesfromhizerfridaysandwichesfromhizerfriday