117_DSC_5485_hdr04

როგორ შეიცვალა მსოფლიო ღვინის წარმოება

shato-montelena

1976 წელს პარიზში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული შეჯიბრი მოეწყო, რომელმაც  დაამსხვრია მითი, რომ საუკეთესო ღვინოები მხოლოდ საფრანგეთში შეიძლება დამზადდეს.

4chateaumontelenachangingfriday

საუკეთესო ბურგუნდიულ ღვინოებთან ერთად პარიზის გამოფენაზე რამდენიმე კალიფორნიული მეურნეობის ღვინოც იყო წარმოდგენილი. ბრმად გასინჯვის შემდეგ თერთმეტი წამყვანი ფრანგი ექსპერტიდან უმაღლესი ქულა თერთმეტივემ კალიფორნიულ ღვინოს მიანიჭა.

3chateaumontelenachangingfriday

ეს ღვინო  შატო მონტელენას 1973 წლის მოსავლის შარდონე იყო. შედეგმა ყველა შოკში ჩააგდო, განსაკუთრებით კი ფრანგი სომელიეები.

როგორ იქმნებოდა „შატო მონტელენა“

მიუხედავად საუკუნენახევრიანი ისტორიისა, კალიფორნიული მეღვინეობის განვითარება რეალურად მხოლოდ XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ეს ძირითადად რობერტ მონდავისა და მისი რამდენიმე თანამოაზრის აქტიური მუშაობის წყალობით გახდა შესაძლებელი.

კალიფორნიაში, სადაც ბევრი სხვადასხვა ტიპის, დაბალი ხარისხის ღვინო ისხმებოდა, დაიწყეს წამყვანი ევროპელი ექსპერტების მიწვევა, რომლებმაც კლიმატი და ნიადაგი შეისწავლეს,  სხვადასხვა  ჯიშის ყურძნის ექსპერიმენტირება მოახდინეს და ღვინის წარმოებისა და ზოგადად მუშაობის ახალი პრინციპები დანერგეს.

6chateaumontelenachangingfriday

მიუხედავად  საზოგადოების უმეტესობის განსხვავებული შეხედულებისა, ეს ადამიანები დარწმუნებული იყვნენ, რომ კარგი ღვინის ჩამოსხმა ოკეანის გაღმაც შეიძლება. მხოლოდ რამდენიმე წლის მუშაობა დასჭირდა იმას, რომ ამ პოზიციის სისწორე მთელ მსოფლიოს ეღიარებინა და ღვინის წარმოების ისტორია კარდინალურად შეცვლილიყო.

პარიზში კალიფორნიული ღვინის წარმატებამ სტიმული ავსტრალიელ, ახალ ზელანდიელ, არგენტინელ, ჩილელ და უამრავი სხვა ქვეყნის მეღვინესაც მისცა.

ამჟამად, ექსპერტების აზრით, არ არსებობს რეგიონი, სადაც მონდომების შემთხვევაში, რაიმე განსაკუთრებულის შექმნა არ შეიძლება – ეს მხოლოდ დროის, ფულის, ცოდნისა და გამოცდილების საკითხია.

14chateaumontelenachangingfriday

პარიზული ფესტივალის შემდეგ „შატო მონტელენა“ ახალი კალიფორნიული ღვინის წარმოების სიმბოლოდ იქცა. ამ მეურნეობის ისტორია 1882 წელს დაიწყო, როცა ვინმე ალფრედ თაბსმა 103 ჰექტარი მიწა იყიდა და ვაზი გააშენა. რამდენიმე წელიწადში ღვინის საწარმო კალიფორნიაში ყველაზე დიდ საწარმოდ იქცა და საქმე კარგად მიდიოდა, სანამ აშშ-ში მშრალი კანონი არ მიიღეს.

7chateaumontelenachangingfriday

მაშინ „შატო მონტელენამ“ და ბევრმა სხვა საწარმომ ღვინის ჩამოსხმა შეწყვიტეს. ამის შემდეგ თაბსი მხოლოდ ყურძენს ყიდდა.

1956 წელს თაბსის მემკვიდრეებმა „შატო მონტელენა“ ვინმე იორთ უინგ ფრანკს მიყიდეს, რომელიც პროფესიით ინჟინერ-ელექტრიკოსი იყო. ფრანკი აშშ-ში ჩინეთიდან გადმოსახლდა და მეუღლესთან ერთად სწორედ აქ გადაწყვიტა ცხოვრების ბოლო წლების გატარება. გადააკეთა სახლი, მოაწყო ხელოვნური  ტბა, შექმნა ულამაზესი ჩინური სტილის ბაღი, რომელიც დღესაც არსებობს.

8chateaumontelenachangingfriday

მეუღლეების გარდაცვალების შემდეგ სამფლობელო პაშიჩების ოჯახმა იყიდა, რომელმაც პარტნიორად ყოფილი იურისტი ჯეიმს ბარეტი აირჩია. ამ უკანასკნელმა ოთხ წელიწადში შატო მთლიანად გამოისყიდა და მისი სრული რეკონსტრუირება მოახდინა.

2chateaumontelenachangingfriday

9chateaumontelenachangingfridayბარეტმა სარდაფში ყველაზე თანამედროვე აპარატურა დაამონტაჟა, შემოიტანა ფრანგული ჯიშები, ძველი ვაზი აჭრა და  ახალი გააშენა. სანამ კაბერნე იზრდებოდა, ბარეტი შარდონეს ძებნას შეუდგა და ძალიან მაღალი ხარისხის ყურძენი მეზობლად, უფრო გრილ ტერიტორიებზე აღმოაჩინა.

ენოლოგად მან ნიჭიერი და ამბიციური მაიკ გრგიჩი მიიწვია. სწორედ გრგიჩმა შექმნა 1973 წელს ისსახელგანთქმული შარდონე, რომელმაც პარიზელი სომელიეები შოკში ჩააგდო.10chateaumontelenachangingfriday

1982 წელს მთავარი მეღვინის პოსტზე გრგიჩი ჯეიმს ბარეტის ვაჟმა  ბო ბარეტმა შეცვალა. ამერიკაში ღვინის წარმოების მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში იგი  პირველი ამერიკელი ენოლოგი გახდა.

ბარეტ უმცროსი დღემდე პასუხისმგებელია „შატო მონტელენას“ ღვინოს ხარისხსა და სტილზე. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეს ადამიანი ახერხებს არა მხოლოდ შემოინახოს გრგიჩის მემკვიდრეობა, არამედ უფრო მაღალ შედეგებსაც მიაღწიოს.

რევანში არ შედგა

ფრანგულ ღვინოებთან ქიშპის ისტორია 2006 წელს გაგრძელდა. იმავე ხარისხის ღვინოებს შორის საუკეთესო კვლავ ბრმა დეგუსტაციით ირკვეოდა. ფრანგები ძალიან ცდილობდნენ რევანშის აღებას და ამბობდნენ, რომ ცნობილი ბურგუნდიული ღვინოების დამარცხების მიზეზი მათი ახალგაზრდა ასაკი იყო – ამ ღვინოების ნამდვილი ბრწყინვალება წლებთან ერთად ჩნდება და რომ არცერთი სხვა ღვინო არ ცოცხლობს იმდენ ხანს, რამდენსაც ფრანგული.

5chateaumontelenachangingfriday

თუმცა „შატო მონტელენას“ შარდონე მათთვის ამჯერადაც მიუწვდომელი აღმოჩნდა.

„შატო მონტელენა“ დღეს

როგორც აღმოჩნდა, „შატო მონტელენას“ ღვინის სარდაფში დღეს 1973 წლის დროინდელი მხოლოდ ექვსი ბოთლი ინახება. მათგან ერთი კერძო კოლექციონერმა 11 325 დოლარად შეისყიდა. კიდევ ერთი ბოთლი, როგორც ეროვნული სიმდიდრე, ამერიკის ისტორიის ნაციონალურ მუზეუმში ინახება.

13chateaumontelenachangingfriday

2008 წელს გადაიღეს მხატვრული ფილმი Bottle Shock, სადაც აღწერილია პარიზის ისტორიული  დეგუსტაცია, რომელმაც მსოფლიო მეღვინეობა სამუდამოდ შეცვალა. ასევე აღწერილია ჯეიმს ბარეტისა და მისი შვილის ცხოვრება და ბევრი სხვა საინტერესო რამ.11chateaumontelenachangingfriday

იმავე წელს მიშელ რებიემ, ბორდოს ცნობილი მეურნეობის Cos d`Estournel -ის მფლობელმა „შატო მონტელენას“ შესყიდვის შესახებ განაცხადა. არაოფიციალური მონაცემებით, გარიგების თანხა 110 მილიონ დოლარს გაუტოლდა. მთელი მეღვინეთა სამყარო მოუთმენლად ელოდა შედეგებს, თუმცა, გარიგება ჩაიშალა.

და შესაძლოა, ეს უკეთესიცაა. დღეს „შატო მონტელენა“ ისევ ბო ბარეტის ხელშია – ის ვითარდება, მრავალფეროვნდება და უმჯობესდება.

12chateaumontelenachangingfriday