10-I-love-holidays

ალუბლის მარშმელოუ

1

ინგრედიენტები:

  • 100 მლ. წყალი
  • 250 გრ. შაქარი
  • 70 მლ. სიროფი
  • მარილი (დანის წვერით)
  • 10 გრ. ჟელატინი
  • ½ ჩ.კ. ლიმონმჟავა
  • ¼ ჩ.კ. სოდა
  • წყალი

მომზადება:

დავიწყოთ სიროფით. ქვაბში მოათავსეთ 175 გრამი შაქარი, 75 მლ. წყალი, ½ ჩ.კ. ლიმონმჟავა; დადგით ქვაბი ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე და ამის შემდეგ ხარშეთ კიდევ 20 წუთი. ხანდახან მოურიეთ, თუმცა, როცა არ ურევთ, ქვაბს თავსახური ყოველთვის დახურული უნდა ჰქონდეს.

2

20 წუთის შემდეგ ნახარში ცოტა შეაგრილეთ და დაუმატეთ ცოტა წყალში გახსნილი  ¼ ს.კ. სოდა.

3

სიროფი ქაფს დაიყენებს, მაგრამ ის დაახლოებით 10-12 წუთში გაქრება. ამ დროის განმავლობაში ხშირ-ხშირად ურიეთ.

4

სიროფი მზადაა და შეგვიძლია გადავიდეთ მთავარზე:

ჟელატინს დაასხით 50 მლ. წყალი და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.

5

ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დარჩენილი წყალი, მარილი და ჩაასხით სიროფი. ქვაბს დაახურეთ თავსახური და ეს ყველაფერი ხარშეთ 7-8 წუთის განმავლობაში.

6

ამ დროისთვის ჟელატინი უკვე უნდა იყოს გაფუებული. დაამატეთ ის შაქრიან მასას და დაელოდეთ, სანამ კარგად შეერევა.

აიღეთ მიქსერი და დაიწყეთ მარშმელოუს ინგრედიენტების თქვეფა.

7-homemade-marshmallow

თავიდან, 2 წუთის განმავლობაში დაბალ სიჩქარეზე თქვიფეთ, შემდეგ კი სიჩქარე  მაქსიმალურ ნიშნულამდე გაზარდეთ. თქვიფეთ მაქსიმუმ 10 წუთის განმავლობაში, სანამ მასა თეთრ ქაფს დაემსგავსება და გასქელდება.

თუ ფერადი მარშმელოუს მომზადება გინდათ, შეგიძლიათ დაამატოთ საკვები საღებავი ან არომატიზატორი.

8

ფოტოზე გამოსახულია წითელი საღებავი და ალუბლის არომატიზატორი. ასევე სიროფის მომზადებისას წყლის ნაცვლად ალუბლის ნატურალური წვენიც შეიძლება გამოიყენოთ.

შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი ფორმის ჯამი, თუმცა, ყველაზე მოსახერხებელი ოთხკუთხედია. დააფინეთ მასზე საცხობი ქაღალდი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოლგა, თუმცა, ფოლგიდან მარშმელოუს აღება ცოტა რთულია. წაუსვით ზეთი ან დარბილებული კარაქი, გადაიღეთ მარშმელოუს მზა მასა და დატოვეთ მინიმუმ 3 საათი, უმჯობესია მთელი ღამის განმავლობაშიც კი.

9

სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ შაქრის პუდრა, გადმოიღეთ უკვე მზა მარშმელოუ, დაჭერით კუბებად და თითოეული მათგანი ამოავლეთ შაქრის პუდრაში.

10

შეინახეთ თავსახურიან ჭურჭელში, რათა არ გამოშრეს, ხოლო მარშმელოუს ისტორია წაიკითხეთ აქ ;)

11